> MEP Design and Engineering Services | Milli MEP

ჩვენი სერვისები

პროექტს მეტი ნახაზი კი არა, სწორი საინჟინრო მიდგომა სჭირდება.

MILLI MEP პროექტს მხარს უჭერს საწყისი რისკების განსაზღვრიდან კოორდინირებულ პროექტირებამდე, ტექნიკურ შემოწმებამდე, მშენებლობასა და ჩაბარებამდე. თითოეულ სერვისს აქვს მკაფიო შედეგი, პასუხისმგებლობის ფარგლები და შემოწმების საფუძველი.

MM / სერვისების ჩამონათვალი

ძირითადი სერვისები

შეარჩიეთ სერვისი პროექტის რეალური რისკის მიხედვით.

სრული საპროექტო მომსახურება ყოველთვის აუცილებელი არ არის. შეგვიძლია ვუხელმძღვანელოთ MEP სტრატეგიას, მოვამზადოთ კონკრეტული დისციპლინის პაკეტი, შევამოწმოთ არსებული პროექტი ან მშენებლობის ეტაპზე დავიცვათ განსაზღვრული საპროექტო გადაწყვეტა.

MEP–01

MEP დიზაინი

მექანიკური, ელექტრული და წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების სრული პროექტირება - მკაფიო საპროექტო საფუძვლით, კოორდინირებული ინფორმაციითა და პასუხისმგებელი ტექნიკური მართვით.

სერვისის ნახვა
MEP–02

მექანიკური სისტემები და HVAC

გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და დანადგარების დიზაინი, რომელიც შემოწმებულ დატვირთვებს, მუშაობის რეჟიმებს, ენერგოეფექტიანობის მოთხოვნებსა და სივრცით შეზღუდვებს ეფუძნება.

სერვისის ნახვა
MEP–03

წყალმომარაგება და კანალიზაცია

ცივი და ცხელი წყლის, კანალიზაციის, სანტექნიკისა და გარე ქსელებთან მიერთების სისტემები მოთხოვნის, წნევის, ჰიგიენის, საიმედოობისა და მარტივი მოვლის გათვალისწინებით.

სერვისის ნახვა
MEP–04

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები

სახანძრო სისტემების, კვამლის მართვისა და სიცოცხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საინჟინრო სისტემების პროექტირება და კოორდინაცია მკაფიოდ განსაზღვრული პასუხისმგებლობით.

სერვისის ნახვა
MEP–05

ტექნიკური განხილვა და პროექტის აუდიტი

საპროექტო დაშვებების, გაანგარიშებების, ნახაზების, სპეციფიკაციების, შესაბამისობისა და განხორციელებადობის დამოუკიდებელი შეფასება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე.

სერვისის ნახვა
MEP–06

გამოთვლები და ანალიზი

დატვირთვების, სისტემების ზომების, წნევის დანაკარგებისა და ეფექტიანობის გაანგარიშება - დოკუმენტირებულ საწყის მონაცემებსა და საპროექტო გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით.

სერვისის ნახვა
MEP–07

მიზანშეწონილობის კვლევა

საინჟინრო სიმძლავრეების, დანადგარების სივრცის, სისტემის ვარიანტების, შესაბამისობის მოთხოვნებისა და განხორციელების რისკების ადრეული შეფასება მნიშვნელოვანი ვალდებულებების აღებამდე.

სერვისის ნახვა
MEP–08

კონტრაქტორისა და სამშენებლო ეტაპის მხარდაჭერა

ტექნიკური განმარტებები, სამუშაო ნახაზების შემოწმება და მშენებლობის ეტაპის მხარდაჭერა - შეთანხმებული საპროექტო გადაწყვეტისა და დოკუმენტირებული მიღების კრიტერიუმების საფუძველზე.

სერვისის ნახვა

თანამშრომლობის მოდელი

საინჟინრო ყურადღება იქ უნდა იყოს, სადაც შეცდომის ფასი ყველაზე მაღალია.

01

გადაწყვეტილების განსაზღვრა

წინასწარ განისაზღვრება, რა უნდა დაამტკიცოს, შეისყიდოს, წარადგინოს ან ააშენოს დამკვეთმა.

02

პასუხისმგებლობის დაზუსტება

ვაზუსტებთ რას აპროექტებს და ამოწმებს MILLI MEP, რა ინფორმაციას ეყრდნობა და რა არ შედის მის პასუხისმგებლობაში.

03

მიღების შეთანხმება

ვათანხმებთ თითოეულ ეტაპზე საჭირო გაანგარიშებებს, ნახაზებს, ანგარიშებს, შემოწმებებსა და დამტკიცებებს.

როდის ვართ სწორი არჩევანი

პროექტები, სადაც ინჟინერია მნიშვნელოვანია

  • საინჟინრო ქსელების, ტექნიკური სივრცეების ან სისტემების განსაზღვრა
  • კომპლექსური მულტიდისციპლინური კოორდინაცია
  • სიცოცხლის უსაფრთოება და შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია
  • დამოუკიდებელი შემოწმება ტენდერამდე ან მშენებლობის დაწყებამდე
  • მშენებლობის ეტაპზე ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება

როდის არ ვართ სწორი არჩევანი

სამუშაო, სადაც პასუხისმგებლობა იკარგება

  • საპროექტო საფუძვლის გარეშე მომზადებული დაუდასტურებელი ნახაზები
  • გადმოწერილი გამოთვლები ან შემდგომში მოთხოვნილი ხელმოწერები
  • შესაბამისი უწყების თანხმობის გარანტირების მოთხოვნა
  • კონტრაქტორზე გადაცემული, განუსაზღვრელი საპროექტო პასუხისმგებლობა
  • მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის არჩევა ტექნიკური მოცულობის შედარების გარეშე

პროექტის განხილვა

დაიწყეთ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც პროექტმა უნდა მიიღოს.

გამოგვიგზავნეთ პროექტის მიმდინარე ეტაპი, არსებული ინფორმაცია, საჭირო შედეგი და გადაწყვეტილების ვადა. მომსახურების ფარგლებს პროექტის რეალური რისკებისა და საჭიროებების მიხედვით განვსაზღვრავთ.

Privacy controls